სიახლეების არქივი

ღვიძლის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეფასების ახალი კრიტერიუმები

ღვიძლის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეფასების ახალი კრიტერიუმები

პრაქტიკოს ექიმებს, ხშირად აქვთ შეხება სისხლის ბიოქიმიურ პარამეტრების, მათ შორის ტრანსამინაზების ALT, AST პლაზმური კონცენტრაციების ინტერპრეტაციასთან. ამერიკის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის პატრონაჟის ქვეშ მყოფმა, ამერიკის გასტროენტეროლოგთა კოლეჯმა, მიიღო ახალი მეთოდური რეკომენდაციები რომელებიც ღვიძლის ბიოქიმიური მაჩვენებლების, განსაკუთრებით ღვიძლის ფუნქციონალური მდგომარეობის გამსაზღვრელ მონაცემებს ეხება. ეს გაიდლაინი 2017 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომია ქვემოთ მითითებულ ბმულზე. რეკომენდაციები ზოგადად ღვიძლის ბიოქიმიური პარამეტრების ინტერპრეტაციას ეხება და თავმოყრილია კონსენსუს-თეზისებად. სხვა მნიშვნელოვან რეკომენდაციებთან ერთად ყურადღება გამახვილებულია ამინოტრასფერაზების პლაზმური კონცენტრაციის, კერძოდ კი ალტ-სა და ასტ-ს ახალი პლაზმური კონცენტრაციული ნორმების დადგენაზე. ამინოტრანსფერაზების ახალი ნორმების განსაზღვრა, უფრო ზუსტად კი მათი ზედა ნიშნულის დაწევა მთელ რიგ სამედიცინო პრობლემებს უკავშირდება:

ა. იცვლება ის ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის
ბ. იზრდება ექიმის მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა
გ. იზრდება მატერიალური რესურსების ხარჯი
დ. ფსიქოემოციური ფაქტორები


ახალი რეკომენდაციით კი ტრანსამინაზების კონცენტრაცია განისაზღვრა:

ALT 29 - 33 IU/l მამაკაცებისათვის, 19 - 25 IU/l ქალებისათვის


ამავე რეკომენდაციით, ტრანსამინაზებთან დაკავშირებით ხაზგასმით არის ნათქვამი:

  •  ჯანმრთელ პოპულაციაში მამაკაცებისათვის ეს მაჩვენებელი ცოტათი უფრო მაღალია ვიდრე ქალებში.
  •  ასაკის მატებასთან ერთად ტრანსამინაზების კონცენტრაცია კლებულობს 
  •  ხშირად (არაყოველთვის) სხეულის მასის ინდექსის პირდაპირპროპორციულია
  •  უმნიშვნელოდ კორელირებს ჰიპერლიპიდემიასთან
  •  ყავისა და ზოგადად კოფეინის მომხმარებლებში ტრანსამინაზების კონცენტრაცია შედარებით დაბალია!

ეს მეთოდური რეკომენდაცია მოგვიწოდებს ,,ღვიძლის ფუნქციური სინჯების” ნაცვლად ვიხმაროთ ტერმინი ,,ღვძლის ბიოქიმიური მაჩვენებლები’’ რამეთუ აღნიშნული მახასიათებლები მხოლოდ ირიბად მიანიშნებენ ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობაზე. ასევე აბსოლუტურად ნორმალური ბიოქიმიური მაჩვენებლების ფონზე შეიძლება ღვიძლის სერიოზული პათოლოგია იმალებოდეს და პირიქით შეცვლილი მაჩვენებლების ფონზე, ფუნქციონალურად ნორმალური ღვიძლი გვხვდებოდეს.


აღნიშნული გაიდლაინი ღვიძლის ბიქიმიური მაჩვენებელთა დარღვევის 4 ტიპს გამოყოფს:
1. ჰეპატოცელულარული ტიპი (ტუტე ფოსფატაზასთან მიმართებით ალტ-ს და ასტ-ს დისპროპორციული მატება.
2. ქოლესტაზური ტიპი (ალტ-სა და ასტ-ს მიმართებით ტუტე ფოსფატაზას დისპროპორციული მატება)
3. შერეული ტიპი (მომატებულია ტუტე ფოსფატაზაც და ალტ/ასტ-ც)
4. იზოლირებული ბილირუბინემია (ბილირუბინის მატება ნორმალური ალტ/ასტ-ს ფონზე)

აქვე აღსანიშნავია, რომ ბილირუბინის მატება შეიძლება თან ახლდეს ყველა ზემოთ აღნიშნულ ბიოქიმიურ მაჩვენებელთა დარღვევის ტიპს.


უფრო დაწვრილებით რეკომენდაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:

http://gi.org/guideline/evaluation-of-abnormal-liver-chemistries/

ზემოთ