ლაბორატორია

ავერსის კლინიკის ლაბორატორიული სამსახური ჩამოყალიბდა 2007 წლის დასაწყისში, რამდენიმე თვეში გაიხსნა პირველი ლაბორატორია ავერსის კლინიკის მარნეულის ფილიალში. ამის შემდგომ, ავერსის კლინიკის ქსელის გაფართოებასთან ერთად ფართოვდება ლაბორატორიული სამსახური და დღეისათვის ავერსის კლინიკის ლაბორატორია წარმოდგენილია 17 ფილიალით: ორი სადღეღამისო მძლავრი ლაბორატორიით, 6 შედარებით მცირე წარმადობის ლაბორატორიითა და 7 ნიმუშების ასაღები პუნქტით თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ვემსახურებით არამარტო ავერსის კლინიკებს, არამედ სხვა სამედიცინო დაწესებულებებსაც, ვთავაზობთ კურიერულ მომსახურებასა და მისაღებ პირობებს. ვცდილობთ, ეს თანამშრომლობა კომფორტული იყოს კონტრაქტორი კლინიკებისათვის.

 

            

ავერსის კლინიკის ლაბორატორია დაარსების დღიდან ორიენტირებულია პაციენტთა მომსახურების ხარისხზე, რისთვისაც აუცილებელია  მაღალკვალიფიციური პერსონალი და კვლევების ჩატარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.  სწორედ ამიტომ, შევიმუშავეთ თანამშრომელთა შერჩევის სამეტაპიანი პროცედურა, მუდმივად ვზრუნავთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე; ვიძენთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებულ საუკეთესო აპარატურას და გვაქვს ყველა ანალიზატორის სათადარიგო სისტემა, რაც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი კვლევის შედეგი, ჩვენივე ძალებით, გადავამოწმოთ სხვა ფირმის ალტერნატიული ანალიზატორისა და რეაგენტის გამოყენებით. მუდმივად ვაწარმოებთ ხარისხის შიდა, ლაბორატორიათაშორის  და გარე კონტროლს. გარე კონტროლი ტარდება  შემდეგ ორგანიზაციებში: RFB (გერმანია), RANDOX (ინგლისი), NordiQC (დანია), Labquality (ფინეთი), WHO-ს ევროპის ოფისი(ინგლისი).

დატვირთვის მატებასთან ერთად, გამოკვლევების სპექტრი და ანალიზატორების რიცხვი იზრდება. დღესდღეობით, ავერსის კლინიკის ლაბორატორიაში, დღეში სრულდება საშუალოდ 2000-მდე გამოკვლევა.
დრო და გამოცდილება გახდა მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ გადაგვეწყვიტა გავმხდარიყავით ექსპერტები ჩვენს სფეროში, 2013 კლინიკას და ლაბორატორიას მიენიჭა ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი - ISO 9001, ხოლო 2014 წელს ავერსის კლინიკის ლაბორატორიამ პირველმა საქართველოში, გაიარა აკრედიტაცია სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის სტანდარტის ISO 15189-ის მიხედვით.

  

ავერსის კლინიკის ლაბორატორიების მისამართები, საკონტაქტო ტელეფონები:

1. ავერსის კლინიკის ცენტრალური ფილიალი
თბილისი, ვაჟა-ფშაველას 27 ბ. ტელ: (+995) 577-27-47-09; (+995 32) 2-42-74-75

2. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი
თბილისი, ჩაჩავას ქ 5. ტელ: (+995 32) 2-500-700 (შიდა: 56-21)

3. ავერსის კლინიკის თემქის ფილიალი
თბილისი, თემქის მე-3 მკრ, კვარტ.3, კორპ 43, ტელ: (+995 32) 2-500-700 (შიდა: 56-90)

4. ავერსის კლინიკის ლილოს ფილიალი
თბილისი, ლილოს დასახლება მე-2 კვარტ, მე-7 კორპ. ტელ: (+995 32) 2-500-700 (შიდა: 56-84)

5. ავერსის კლინიკის ავლაბრის ფილიალი
თბილისი, წინანდლის ქ 9. ტელ:(+995 32) 2-500-700 (შიდა: 56-52)

6. ავერსის კლინიკის ისნის ფილიალი
თბილისი, ნავთლუღის ქ 6/2; ტელ: (+995 32) 2-500-700 (შიდა: 57-01)

7. ავერსის კლინიკის ბოგდანის ფილიალი
თბილისი, ბოგდან ხმელნიცკის 153; ტელ: (+995 32) 2-500-700 (შიდა: 56-37 ან 56-36)

8. ავერსის კლინიკის რუსთავის ფილიალი
რუსთავი, მესხიშვილის 3; ტელ: (+995 32) 2-500-700 (შიდა: 51-00 ან 51-22)

9. ავერსის კლინიკის მარნეული 1 ფილიალი
მარნეული, 26 მაისის ქუჩა; ტელ: (+995 32) 2-500-700 (შიდა: 50-01ან 50-12)

10. ავერსის კლინიკის მარნეული 2 ფილიალი
მარნეული, სულხან-საბას ქ.58. ტელ: (+995 32) 2-500-700 (შიდა: 50-45 ან 50-48)

11. ავერსის კლინიკის გორი 1 ფილიალი
გორი, ცხინვალის გზატკეცილი 12. ტელ: (+995 32) 2-500-700 (შიდა: 53-07)

12. ავერსის კლინიკის გორი 2 ფილიალი
გორი, სამეფოს ქ.78. ტელ: (+995 32) 2-500-700 (შიდა: 53-30)

13. ავერსის კლინიკის ქარელის ფილიალი
ქარელი, ჭავჭავაძის ქ.8. ტელ: (+995 32) 2-500-700 (შიდა: 56-57)

14. ავერსის კლინიკის ფოთის ფილიალი
ფოთი, რუსთაველის რკალი 24. ტელ: (+995 32) 2-500-700 (შიდა: 56-98)

15. ავერსის კლინიკის საგარეჯოს ფილიალი
საგარეჯო, აღმაშენებლის 14 (+995 32) 2-500-700 (63-05)

16. ავერსის კლინიკის ლაგოდეხის ფილიალი
ქ.ლაგოდეხი, ნინოშვილის 2 (+995 32) 2-500-700 (63-05)

17. ავერსის კლინიკის ახალი სიცოცხლის ფილიალი
ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ.21ა (+995 32) 2-500-700 (58-13)

 

ავერსის კლინიკის ლაბორატორიული გამოკვლევების ნუსხა:

ჰემატოლოგიური და ზოგადკლინიკური გამოკვლევები
ბიოქიმია და ჰემოსტაზი
იმუნოლოგია-სეროლოგია
მიკრობიოლოგია
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია
ციტოლოგიური გამოკვლევები
ჰისტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევები
ზემოთ