კლინიკის შესახებ

,,ავერსის კლინიკა’’   წამყვანი  მრავალპროფილური სამკურნალო–დიაგნოსტიკური  დაწესებულებაა,   მან  ფუნქციონირება 2007 წლიდან  დაიწყო,  დღეისათვის კი  9 ფილიალს აერთიანებს  მთელი  საქართველოს მასშტაბით.  

კლინიკას ყოველდღიურად საშუალოდ 1500 ადამიანი მომართავს.  

2013 წელს  გერმანული ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციის TÜV SÜD –ის მიერ,  ,,ავერსის კლინიკას“ ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001  მიენიჭა.  კლინიკამ სამ წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს რესერტიფიცირება, რაც ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების გარანტიაა.

,,ავერსის  კლინიკის’’ ლაბორატორია პირველია საქართველოში, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის სტანდარტით - ISO 15189.

ხარისხის საერთაშორისო  სტანდარტების დანერგვა   მხოლოდ პრესტიჟის საკითხი არ  არის, ეს არის მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ  სამედიცინო რეალობაში, ეს არის გარანტი იმისა, რომ  საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, ქვეყნიდან გაუსვლელად შეუძლია მიიღოს ევროპული დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.



ლოგო:

 PNG   EPS    AI    CDR



„ავერსის კლინიკის“  მისია

  •  მოსახლეობისათვის მეცნიერულად დასაბუთებული, ეფექტური, მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება;
  •  კლინიკის პერსონალის მომზადება-გადამზადების და უწყვეტი სამედიცინო განათლების თანამედროვე სისტემის შექმნა;
  •  მსოფლიოს წამყვანი კლინიკების სტანდარტების შესაბამისი უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვა, კლინიკის  დაკომპლექტება პროფესიონალი პრაქტიკოსებით;

„ავერსის კლინიკის“  უპირატესობები

  •  ადვილად მისასვლელი მდებარეობა ქალაქის ცენტრში;
  •  ფართო, უფასო ავტოსადგომი კლინიკის ეზოში;
  •  პაციენტზე  მორგებული სამუშაო საათები (ყოველდღე -9.00-21.00, შაბათ-კვირას –10.00-19.00);
  •  ყველა ტიპის მაღალტექნოლოგიური, უზუსტესი ლაბორატორიული კვლევები და პასუხების ელფოსტაზე გაგზავნის შესაძლებლობა;
  •  მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე  სამედიცინო აპარატურა;
  •  მაღალკვალიფიციური და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი;
  •  სასიამოვნო გარემო;
ზემოთ