ISO

,,ავერსის კლინიკა" პირველი მრავალპროფილური კლინიკაა საქართველოში, რომელსაც საერთაშორისო სერთიფიკატი ISO-9001 მიენიჭა

შ.პ.ს “ავერსის კლინიკა" პირველი მრავალპროფილური კლინიკაა საქართველოში, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის დამადასტურებელი ISO-9001 სერთიფიკატი მიენიჭა. 2013 წლის 5 ივნისს გერმანული ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციის TÜV SÜD –ის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ლეონიდ გარშკოვმა,შ.პ.ს “ავერსის” კლინიკა"-ს ISO-ს სერთიფიკატი ოფიციალურად გადასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პროცესი, (სამედიცინო, მენეჯმენტის თვალსაზრისით და ა.შ) - სტანდარტიზებული, საერთაშორისო ნორმების შესაბამისი გახლავთ. რა თქმა უნდა, საერთაშორისო აუდიტების მოწვევა თავად ორგანიზაციის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, სერტიფიკატის აღება სავალდებულო არ გახლავთ, თუმცა “ავერსი კლინიკამ" ამ სტანდარტების დანერგვა გადაწყვიტა, რადგან ეს მხოლოდ პრესტიჟის საკითხი არ არის, ეს არის გარანტი იმისა, რომ ხარისხის გაუმჯობესების ტენდენცია მუდმივად გაგრძელდება. ნამდვილად სასიხარულო ფაქტია, რომ საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, ქვეყნიდან გაუსვლელად შეუძლია მიიღოს ევროპული დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

* რა არის ISO?

ISO - International Organization for Standardization – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. 1946 წლიდან ISO შეიმუშავებს ტექნიკურ სტანდარტებს წარმოების, მომსახურების და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგში.ორგანიზაციის მიზანია  ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ინტელექტუალურ, სამეცნიერო, ტექნიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში.

ISO-ს სტანდარტები თანამედროვეობის ყველაზე გავრცელებული სტანდარტებია. ის აღიარებული და ცნობილია მსოფლიოს ყველა პრესტიჟულ კომპანიაში. დღეისათვის სერთიფიცირებულია აშშ-სა და დასავლეთ ევროპის კომპანიების 80%-ზე მეტი, ჩინეთის კომპანიების 40%. ყოველთვიურად სერთიფიცირებულ კომპანიათა რიცხვი 5-8 ათასით იზრდება.

პირველი აკრედიტებული ლაბორატორია საქართველოში

შ.პ.ს ,,ავერსის კლინიკა"-ს ლაბორტორიას ხარისხიანი მომსახურების დასტურად 2014 წლის 24 ოქტომბერს, აკრედიტაციის ეროვნული ბიუროს გენერალურმა დირექტორმა პაატა გოგოლიძემ საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი ISO 15189 გადასცა. ის პირველი ლაბორატორიაა საქართველოში, რომელმაც აღნიშნული აკრედიტაცია გაიარა- მოთხოვნები ხარისხისა და კომპეტენციის მიმართ. აკრედიტაციის მოპოვება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია.აკრედიტაციის მინიჭებით იმატებს პაციენტებისა და კონტრაქტორი ორგანიზაციების ნდობა, სარწმუნო ხდება, რომ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული პასუხები ზუსტია, მას ენდობიან მსოფლიოს წამყვანი კლინიკები და ანალიზების დამატებითი კონტროლი საჭირო არ არის. აკრედიტაციის სფერო მოიცავს ყველა იმ კვლევას, რომელიც ტარდება ადგილზე, ავერსის კლინიკის  ლაბორატორიაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სამედიცინო ლაბორატორიის აკრედიტაცია სავალდებულო არ არის, ეს ნებაყოფლობითი აქტია, რისი საშუალებითაც ლაბორატორია ადასტურებს საკუთარ კომპეტენტურობას.

ზემოთ